ფეხბურთი

17:08 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" ვარდის ხელფასის გაორმაგებას ჰპირდება

"ლესტერის" ხელმძღვანელობას მთავარი ფიგურის ჯეიმი ვარდის გაშვება არ სურს და მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ანაზღაურება ორჯერ გაიზრდება - იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

28 წლის ფორვარდის ხელფასი ამჟამად კვირაში 20000 ფუნტს შეადგენს, ხოლო გაუმჯობესებული კონტრაქტის მიხედვით, ამავე პერიოდში 40000 ფუნტს გამოიმუშავებს.

ჯეიმის "მელიებთან" მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და მისით რამდენიმე გრანდი ინტერესდება. ამიტომაც, "ლესტერის" წინადადება რამდენად იქნება მისაღები რთული სათქმელია.

ვარდიმ მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ამჟამად გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108694