ფეხბურთი

15:11 | 26.12.2015 | ნანახია 1434 - ჯერ

“ბაიერნმა” მიზანში დარმიანი ამოიღო

მიუნხენის “ბაიერნი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდის გამოყენებას აპირებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, მიუნხენელთა თვალთახედვის არეში ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” იტალიელი მცველი მატეო დარმიანი მოხვდა. როგორც ცნობილი ხდება, “ბაიერნს” ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის გამაგრება სურს. მართალია დარმიანი განაპირა მცველია, მაგრამ გვარდიოლას ასეთ შემთხვევაში პოზიციის შეცვლა ფილიპ ლამისთვის მოუწევს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გაღებას აპირებს “რეკორდმაისტერი” 26 წლის მცველის სანაცვლოდ. თავის მხრივ დარმიანი “მანჩესტერში” მიმდინარე სეზონი დაწყებამდე ჩაირიცხა, აქამდე 19 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:42 | 26.12.2015
S.A.F. (2852)

რა დიშლადუნდათ თორე კი წაიყყვანონ თანახმა ვარ მე მეგონა რომ იყიდეს იტალიის ნაკრებში დგასო და მეთქი გვეშველათქო და იანგი ჯობია რო დგება ცოცხლდება ფლანგი

15:55 | 26.12.2015
chamilo (33560)

დარმიანი როცა ადვილი საყიდი იყო მაშინ არ იყიდეს და ეხლა მანიუ მაგას არ გაყიდის და თან გვარდი მიდი რა ააცვი რა ლამის გადმოწევა იყოს სადაც არის

0.137361