თამაშგარე

14:48 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმე – “საიდულო სანტა”

ცხოვრება ასეთია – იცვლებიან მთავრობები, პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, ეპოქები და სახელწოდებები. არ იცვლება მხოლოდ პარაგვაის ნაკრების თილისმა, თამამი და მომხიბვლელი, აშარი და უცნაური ლარისა რიკელმე, რომელიც მუდმივად იმის ცდაშია, რაიმე ახალი სკანდალებით გააოცოს საზოგადოება.

ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, ლარისამ განაცხადა, რომ იგი აპირებს სრულიად უცნობი ადამიანების “საიდუმლო სანტა” გახდეს და თუკი სანტა კლაუსებს ბავშვებთან კანფეტები და საჩუქრები მიაქვთ, ლარისა ახურუშებულ მამრებს საკუთარ მკერდს დაულაგებს წინ ბებიას მორთმეული ლეღვის ჩირივით.

ლარისა რიკელმე ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს იმას, თუ რა პრინციპით შეარჩევს იმ ბედნიერთ, რომლებსაც იგი ახალ წელს ასეთი ორიგინალური ფორმით მიულოცავს, მაგრამ აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის მონახაზში ჩვენი ქვეყანა არ იქნება. ჩვენ მომლოცველებად დიდი ჯონდი ბაღათურია და თამაზ მეჭიაურიც გვეყოფა!

0.155875