ფეხბურთი

13:27 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა ფეხბურთელების თხოვნა გაითვალისწინა

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან შეთანხმებით მმართველობაში გარკვეული წესების შემსუბუქება გადაწყვიტა.

Daily Mail-ის ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დისციპლინარული რეჟიმი შეამცირა და პირობა დადო, რომ ფეხბურთელების მოსაზრებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს.

ამან შედეგი შობა დღეს, 25 დეკემბერს გამოიღო, როდესაც ფეხბურთელების სურვილის გათვალისწინებით ვარჯიში დილით ჩატარდა და დანარჩენი დრო ახლობლებთან გაატარეს. შემსუბუქდა ის წესიც, რომლის თანახმადაც ყველა ფეხბურთელი ვალდებული იყო საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე ერთსა და იმავე დროს გამოცხადებულიყო.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ვან გაალის მართვის სტილით უკმაყოფილონი არიან, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ჰოლანდიელის ადამიანურ მიდგომებს აფასებენ და მისი გაძევება არ უნდათ.

0.121023