ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც ამ დღეებში იაპონურ “ტოჩიგი ბრექსთან” კონტრაქტი გაწყვიტა, სავარაუდოდ, კარიერას ისევ ლიბანურ “ჩემპვილში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.
32 წლის ფორვარდმა იაპონურ კლუბში 10 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 8.1 მოხსნას და 4.1 მოხსნას აგროვებდა. აი, გასულ სეზონში კი ნიკოლოზი სწორედ “ჩემპვილში” ირიცხებოდა და გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა: საშუალოდ 21.0 ქულა, 11.6 მოხსნა, 2.1 პასი და 1.1 დაფარება.
აღსანიშნავია, რომ ლიბანში ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ახალი წლიდან, ცქიტიშვილი “ჩემპვილთან” ერთად ახალი სიმაღლეების დაპყრობას ეცდება. გასულ სეზონში ნიკოლოზმა ხსენებულ კლუბთან ერთად ნახევარფინალურ სერიამდე მისვლა მოახერხა.