ფეხბურთი

20:34 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარტიზანს” ივან ტომიჩი გაწვრთნის

სერბულმა კლუბმა ბელგრადის “პარტიზანმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ივან ტომიჩი დაინიშნა.

ახალი მწვრთნელის ძიება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თანამდებობა ლუბინკო დრულოვიჩმა დატოვა. მისი ხელმძღვანელობით “პარტიზანმა” ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, არადა, ამისათვის საჭირო იყო, რომ დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე გერმანულ “აუგსბურგთან” ორი და მეტი ბურთის სხვაობით არ დამარცხებულიყო (წააგო 1:3). გარდა ამისა, გუნდი სერბეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-4 ადგილზეა და ჩემპიონობის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგული აქვს.

ტომიჩთან გაფორმებული კონტრაქტი 2,5 წელიწადზეა გათვლილი. 39 წლის სპეციალისტი ბოლოს “ტელეოპტიკში” მუშაობდა. 2007-2009 წლებში ის “პარტიზანში” სპორტულ დირექტორად მუშაობდა. ამავე კლუბში მან მოთამაშის კარიერის 8 წელიწადიც გაატარა - 1993-იდან 1998 წლამდე და 2004-იდან 2007 წლამდე. ის თამაშობდა ესპანურ “რაიო ვალეკანოში” და “ალვარესშიც”, ასევე იტალიურ “რომაში”.

აღსანიშნავია, რომ ტომიჩი “პარტიზანისთვის” მიმდინარე სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელია, ზორან მილინკოვიჩისა და ლუბინკო დრულოვიჩის შემდეგ.

0.109302