დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ალექს ტეიშეირა, დიდი ალბათობით კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.
Daily Express-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მის თანახმად, კონტრაქტი 5 წელიწადზე იქნება გათვლილი, სატრანსფერო ღირებულებად კი, 41 მილიონი ევრო სახელდება.
ცოტა ხნის წინ “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლიჩესკუმ დაადასტურა, რომ უკრაინული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავდა. მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში, ტეიშეირამ 22 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.