მადრიდის “რეალის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურას უჭერენ მხარს.
AS-ის ცნობით, სპეციალურ გამოკითხვაში საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელს მხარი გამოკითხულთა 52-მა პროცენტმა, დაახლოებით 11 600-მა ადამიანმა დაუჭირა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა, რომელმაც 33 პროცენტი მოაგროვა. გუნდის ამჟამინდელ თავკაც რაფაელ ბენიტესს მხარი მხოლოდ გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა დაუჭირა.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 16 ტურის შემდეგ, მადრიდის “რეალი” 33 ქულით მე-3 ადგილზეა და ორ-ორი ქულით ჩამორჩება “ბარსელონას” და მადრიდის “ატლეტიკოს”.