ფეხბურთი

19:00 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისურმა გამოცემამ კლოპის სახელით სანტას წერილი მისწერა

ინგლისურმა გამოცემა Mirror-მა საშობაოდ იხუმრა და "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის სახელით სანტა კლაუსს წერილი მისწერა, სადაც გერმანელი ხუთ ახალ ფეხბურთელს ითხოვს.

“ძვირფასო სანტა, ჩემი სახელია იურგენი, ამ წელს კარგი ბიჭი ვიყავი. ნამდვილად კარგი ბიჭი. წლის ბოლოს სახლი შევიცვალე და ახლა ინგლისში ვცხოვრობ. აქ ხალხი ხშირად იცვლის სახლებს, მოურინიო შეცვალეს, გარი მონქი გაუშვეს, ლუის ვან გაალიც შეიძლება შეცვალონ. მე არ მინდა წასვლა, ასე რომ, დახმარებას გთხოვ. აქაა ჩემი თხოვნები.

პირველი – თავდამსხმელი. ვისურვებდი რობერტ ლევანდოვსკის, მაგრამ მარტო ერთი არ მეყოფოდა, ასე რომ, გთხოვ შედარებით იაფ ფეხბურთელს, როგორიცაა ბოიან კრკიჩი.

მეორე – ცენტრალური ნახევარმცველი. ემრე ჩანის დიდი მომავალი აქვს, მაგრამ მოედანზე ჯერჯერობით მისი როლი არ წარმოჩინდა. მჭირდება ლუკას ლეივა და მილნერი, მაგრამ მათ ყოველ თამაშზე ძირითადში ვერ დავაყენებ.

მეოთხე – შემტევი ნახევარმცველი. არ გთხოვ ახალ ათ ფეხბურთელს, გვყავს კარგი მოთამაშეებიც, როგორიცაა კოუტინიო. მჭირდება შემტევი. მორენო ამ საქმეს კარგად ვერ ასრულებს და აიბი კი ახლა სწავლობს.

მეოთხე – ცენტრალური მცველი. შკრტელი, ერთადერთი კარგი მცველია, ამ პოზიციაზე ვეტარან კოლო ტურეს ვერ შევიყვანთ. გთხოვ კიდევ ერთი მცველი მომიყვანე.

მეხუთე – მეკარე. მინოლე ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მინდა მყავდეს ისეთი მეკარე, რომელიც ძლიერი ფიგურა იქნება მცველებთან მიმართებაში, სიმონი კი პირიქითაა, იგი ყველაზე მორცხვი გოლკიპერია. “

“ლივერპულმა” პრემიერლიგის ბოლო სამი თამაშიდან ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. ამჟამად გუნდი 24 ქულით, მეცხრე ადგილზე იმყოფება.

0.141787