ფეხბურთი

19:39 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტოოს წინასწარმეტყველება: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

“ოქროს ბურთის” გამარჯვებული ლიონელ მესი გახდება, მეორეზე ნეიმარი გავა, ხოლო მესამე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ დაიკავებს.” – ასე იწინასწარმეტყველა თურქული “ანთალიასფორის” მოთამაშე-მწვრთნელმა სამუელ ეტოომ ESPN-თან საუბრისას.

კამერუნელმა თავდამსხმელმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” შემტევი ნეიმარი შეაქო და აღნიშნა, მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო.

“ნეიმარს დიდებული პოტენციალი აქვს, მესის და რონალდუს ჰეგემონიის შემდეგ, დარწმუნებული ვარ მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი იქნება. მაგრამ ყველაფერი ასეც არაა, გააჩნია როგორ მიუდგება იგი საქმეს. მას ტალანტი აქვს, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი.”

0.1231