ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ბრაზილიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ ფეხბურთში რომ მეთამაშა, ბევრად ძლიერი მოთამაშე ვიქნებოდი, ვიდრე ვიყავიო.
“მე რომ დღეს მეთამაშა ფეხბურთი, უფრო ძლიერი ვიქნებოდი, ვიდრე ვიყავი. დღესდღეისობით ფეხბურთელი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება და ყოველ მხრივ უფრო მეტი საშუალებებია, შეხვედრისთვის უკეთ რომ მოემზადო.”- განაცხადა პელემ.