“მარსელის” 30 წლის ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა, შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს, იტყობინება Goal.com.
წყაროს ცნობით, მილანური კლუბი დიარას შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.
ლასანა დიარას “ჩელსიში”, “არსენალში”, “რეალში” უთამაშია. ის 2007 წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია.