საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2015 მუშაობის შემაჯამებელი სესია, რომელსაც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" მასპიძლობდა, დასრულდა. სესიაზე ძირითადი ყურადღება 2015 წელს თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებას დაეთმო. ოლიმპიურ ფესტივალზე გაწეული დიდი სამუშაოსათვის სეოკის ოლიმპიური ორდერით დაჯილოვდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ოლიმპიური ფესტივალის თავმჯდომარე, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ახვლედიანი.
დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.