ფეხბურთი

14:48 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "ჯერ გუნდური ფეხბურთია, ინდივიდუალიზმი კი - დამატებაა"

უკრაინულმა ტელევიზიამ დაახლოებით ათწუთიანი გადაცემა მიუძღვნა გიორგი არაბიძეს. დონეცკის "შახტარის" 17 წლის ქართველი შემტევი საუბრობს თავის განვლილ გზაზე და ასევე, სამომავლო გეგმებზე.

გიორგი არაბიძე: "შახტარში" რომ ჩამოვედი, დიდი განსხვავება ვიგრძენი. სულ სხვა მოთხოვნები და ტემპი დამხვდა. როგორც უმცროს ძმას, ისე მექცევიან. ვფიქრობ, დარიო სრნა, ალექს ტეიშეირა და ფრედი გამოირჩევიან.

...შორიდან ბევრი გოლი მაქვს გატანილი, მიყვარს შორიდან დარტყმა. ვიდეოსაც ვინახავ. ბავშვთა ფეხბურთში შეიძლება თამაშის საკუთარ თავზე აღება, კაცის მოტყუება, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთში მთავარი გუნდური თამაშია, ინდივიდუალიზმი კი - დამატება.

...რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. მწვრთნელი მესაუბრა და მომავალ წელს ჩემს გამოძახებას აპირებს. თუმცა უნდა მოვუმატო თამაშს, უნდა ვიმუშაო. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

...რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამას მივაღწიო".

ალექსანდრ ფუნდერატი ("შახტარის" აკადემიის დირექტორი): "საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩს ვუყურეთ. იქ ნანახმა დაგვარწმუნა: არაბიძე ტალანტია. ტალანტი, რომელიც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებდა იმ პირობებში, სადაც თამაშობდა".

0.116336