ფეხბურთი

23:06 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კაპელოს და კონტეს კანდიდატურებს განიხილავს

როგორც marca იუწყება, მადრიდის “რეალი” რაფაელ ბენიტესის შემცვლელად იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანტონიო კონტეს და რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებლის ფაბიო კაპელოს კანდიდატურებს განიხილავს.

კონტეს “სკუადრა აძურასთან”კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება და “სამეფო კლუბთან” მოსალაპარაკებლად მზად იქნება.

ვეტერანი მწვრთნელი კაპელო 2015 წლის ზაფხულში რუსეთის ნაკრებიდან გაანთავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია. ფაბიო “რეალს” 1996/97 და 2006/07 წლების სეზონში წვრთნიდა და გუნდს ლა ლიგა ორჯერ მოაგებინა.

ევროპული მედიის ინფორმაციით, ესპანური გრანდი გუნდის დამრიგებლის პოზიციაზე ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავს.

0.127567