30 წლის “ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა განაცხადა, რომ NBA-ში თამაში 40 წლამდე სურს.
“მინდა ნბა-ში 40 წლამდე ვითამაშო. ეს არის ჩემი მიზანი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი თამაშით, მომწონს როცა შეხვედრაში მწვრთნელი დიდ დროს მითმობს. თითქმის 12 წელია, რაც NBA-ში ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ შემეძლება კიდევ 10 წელი ვითამაშო”- განაცხადა ჰოვარდმა.
დუაიტმა კარიერა 2004 წელს “ორლანდოში” დაიწყო, 2012-2013 წლებში თამაშობდა ლეიკერსში”, ხოლო 2013 წლიდან დღემდე “ჰიუსტონ როკეტსის” კალათბურთელია.