ევროპაში ხმა გავარდა, ირინა შეიკი დამდგარა, თავისი ძველი საცვალ-ნიფხვობანი ამოულაგებია, ზედ ძველი ფოტოკოლექციაც დაუწყვია, მისულა აუქციონის გაქექილ ხალხთან და უთქვამს: აგერ მე ჩემი წარსული მომიტანია, დამიწყვია და ახლა თქვენ იცით, ეს ყველაფერი კარგ ფასად გამიყიდეთო.
საქმე კი ისაა, რომ ირინა შეიკს თურმე თავისი წარსული დღეები, რაც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გაუტარებია, ახლა უკვე აღარ ეპიტნავება და საკუთარ წარსულს ისე გაურბის, როგორც ძაღლი თავის კუდს და როგორც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი ნავთობის ფასებს.
მოკლედ, რა ჯობია, თუკი პოპულარული ვინმე ხარ და ამ ნიფხავ-ფოტოებით ფულის შოვნაც შეგიძლია...