ფეხბურთი

17:44 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკელელემ შესაძლოა “ნანტი” ჩაიბაროს

მადრიდის “რეალის”, ლონდონის “ჩელსისა” და პარიზის პსჟ-ს ექს-ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ, მომავალი სეზონიდან შესაძლო ფრანგული “ნანტი” ჩაიბაროს.

გასულ თვეში 42 წლის სპეციალისტი “ბასტიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, სადაც მან მხოლოდ ოთხი თვე იმუშავა. მაკელელემ უკვე გამართა მოლაპარაკება “ნანტის” პრეზიდენტ ვალდემარ კიტასთან, რომელზეც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

“ნანტის” ამჟამინდელმა თავკაცმა მიშელ დერ ზაქარიანმა შესაძლოა “მონპელიე” ჩაიბაროს და კლოდიც მისი მემკვიდრე გახდება. შეგახსენებთ, რომ “მონპელიე” მწვრთნელის გარეშე გუშინ დარჩა, რადგან დაკავებული თანამდებობა როლანდ კურბისმა დატოვა. ზაქარიანს “ნანტთან” მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება და ის “მონპელიეში” სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გადავიდეს.

ლიგა 1-ის პირველი წრის შემდეგ, “მონპელიე” 22 ქულით მე-15, ხოლო “ნანტი” 24 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.11751