ინგლისურ კლუბებს - “ბორნმუთს”, “ნოტონგემ ფორესტს” და “ფულჰემს” ფინანსური ფეირ-პლეის არსებული წესების დარღვევის გამო სხვადასხვა სახის სასჯელები ემუქრებათ.
ინგლისის საფეხბურთო ლიგამ განაცხადა, რომ გასულ სეზონში ჩემპიონშიპის მომგებ “ბორნმუთს” ფინანსური სანქციები ელოდება, “ნოტინგემს” და “ფულჰემს” კი, ფინანსურ სასჯელთან ერთად, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ტრანსფერების განხორციელებაც აეკრძალებათ.
წესები “მილუოლმაც” დაარღვია, მაგრამ ის ლიგა 1-ში გავარდა და არ დაისჯება, რადგან წესების დარღვევით კლუბმა დე-ფაქტო უპირატესობა ვერ მიიღო. ფეხბურთელების შეძენა აეკრძალება “ბოლტონსაც”, რადგან ის მოთამაშეების წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. საფეხბურთო ლიგამ დაადასტურა, რომ იკვლევენ კიდევ რამდენიმე კლუბის საქმიანობას და შესაძლოა, მათაც აეკრძალოთ სატრანსფერო საქმიანობა.