ფეხბურთი

15:43 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟენეზიო “ლიონს” ორშაბათიდან ჩაიბარებს

ფრანგული “ლიონის” მთავარი მწვრთნელის, იუბერ ფურნიეს ასისტენტი ბრუნო ჟენეზიო უახლოეს პერიოდში გუნდის თავკაცი გახდება.

L’Equipe-ს ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის ცვლილების შესახებ გუნდში ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება, როდესაც ის ხანმოკლე შვებულებიდან სამუშაოს დაუბრუნდება.

ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა დაესწრება, რომელიც ჟენეზიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს. ფურნიე დათხოვნის შემთხვევაში კომპენსაციის სახით 1,8 მილიონ ევროს მიიღებს.

“ლიონს” 19 თამაშის შემდეგ 26 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

0.114132