ფეხბურთი

14:13 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლის 83 წლის ექს-პრეზიდენტს 15-წლიანი სასჯელი ემუქრება

კონმებოლის ყოფილ პრეზიდენტს და ფიფას ვიცე-პრეზიდენტ ეუხენიო ფიგერედოს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

AFP-ს ცნობით, 83 წლის საფეხბურთო ჩინოვნიკი შვეიცარიაში დააკავეს და მისი სამშობლოში, ურუგვაიში ექსტრადაცია მოხდა.

ადგილობრივმა პროკარუტურამ მას სხვადასხვა მუხლებით წაუყენა ბრალდება და მის მიხედვით სასჯელის ვადა 2-იდან 15-წლამდე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ექსტრადაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც ითხოვდა, მაგრამ შვეიცარიამ პრიორიტეტი ურუგვაის მიანიჭა.

0.121555