ფეხბურთი

12:08 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსის არჩევანი: იტალია, ინგლისი თუ ესპანეთი...

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იტალიელი თავდამსხმელი ჯუზეპე როსი “ფიორენტინას” დატოვებს. ამის შესახებ იტალიურ მედიასთან საუბრისას თავად ფეხბურთელის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომ განაცხადა.

“ჯუზეპეს თამაში სურს, რისი შესაძლებლობაც ფლორენციაში არ ეძლევა. ამიტომაც, გუნდს 99%-ით დატოვებს. ინტერესი იტალიური, ესპანური და ინგლისური გუნდებიდან გვაქვს და ვნახოთ რა მოხდება”, - თქვა პასტორელომ.

28 წლის ჯუზეპე როსი, რომელიც “ფიორენტინაში” 2013 წელს ჩაირიცხა, თავიდან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მერე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც კარგა ხანი გაუცდა. წლეულს კი “იების” თავკაცი პაულო სოუზა თითქმის არ ენდობა და მოედანზე იშვიათად გაჰყავს.

0.112076