ნიკა მეტრეველის “კაპო დ’ორლანდომ” იტალიურ სერია ა-ში ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა და გასაკვირი არაა, რომ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.
ორლანდოელები ამჯერად “დოლომიტი ენერგია ტრენტოს” სტუმრობდნენ და 63:74 წააგეს. მეტრეველმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მეტრეველმა ერთადერთი ორქულიანი ზუსტად შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა რიგებში შეუდარებლად ითამაშა ამერიკელმა ლოურენს ბოუერსმა, რომელმაც 34 წუთში 30 ქულა ჩააგდო, თუმცა, მისი გარჯა წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
“კაპო დ’ორლანდომ” 4 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, შინ, “აველინოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.