კალათბურთი

1:00 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და 6 მოხსნა ბასკურ დერბიში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” სან სებასტიანს ეწვია და ბასკურ დერბიში აუტსაიდერ “გიპუსკოა ბასკეტს” 91:83 სძლია.

ქართველი ფორვარდი მოედანზე ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა გახლდათ. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 26:30 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ფრანგი ლეგიონერი ფაბიენ კოსიე იყო, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ, 30:08 წუთში 21 ქულა მიითვალა.

“ლაბორალ კუჩამ” 9 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და “ვალენსიას”, “რეალის” და “ბარსელონას” კვალად, მე-4 ადგილზე იმყოფება.

შენგელიას კლუბს ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩი 27 დეკემბერს, შინ, მადრიდულ “ფუენლაბრადასთან” ელის. ამავე დღეს, გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” “გრან კანარიას” უმასპინძლებს.

0.125625