კალათბურთი

21:23 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიბამ თბილისს სკოპიე ამჯობინა

18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობის სურვილი სხვა ქალაქებთან ერთად თბილისმაც გამოთქვა, მაგრამ ფიბამ უპირატესობა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს მიანიჭა, რომელიც აღნიშნულ ტურნირს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, რომელსაც გია კაზანჯიანი ხელმძღვანელობს , ასისტენტები კი არჩილ ჟღენტი და მიხეილ კობეშავიძე არიან. საქართველოს 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები პარალელურად სხვა გუნდებშიც მუშაობენ. კაზანჯიანი სუპერლიგის მონაწილე ,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელია, ხოლო ჟღენტი ,,ა’’ ლიგის მონაწილე ,,კაქტუსის’’ მთავარი მწვრთნელი და საქართველოს თასის მფლობელ ,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტია. რაც შეეხება კობეშავიძეს, იგი ვთბ ლიგის მონაწილე ,,ვითას’’ აწ უკვე ყოფილი მთავარ მწვრთნელის პაველ გოოგეს წასვლის შემდეგ, მის ნაცვლად მუშაობს.

0.138723