იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა XVII ტურის სიმბოლური ნაკრები გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად შეადგინა. 2015 წლის ბოლო საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი, სამი წარმომადეგნელი ტურინის “იუვენტუსს” ჰყავს, რომელმაც გასულ უქმეებზე “კარპი” მისსავე მოედანზე (3:2) დაამარცხა. ორ-ორი ფეხბურთელით არიან წარდგენილნი “მილანი” და “ნაპოლი”.
XVII ტურის სიმბოლური:
მეკარე: პეპე რეინა (“ნაპოლი”)
მცველები: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ინაციო აბატე (“მილანი”), სიმე ვრსალიკო (“სასუოლო”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”)
თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), მასიმო მაკარონე (“ემპოლი”)