ფეხბურთი

15:09 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შკრტელს 6 კვირა გაუცდება

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი მარტინ შკრტელი ტრავმის გამო 6 კვირას გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალური ქსელის Instagram–ის მეშვეობით გაავრცელა.

სლოვაკი მოთამაშე “უოტფორდთან” წაგებული (0:3) შეხვედრის მე-40 წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

“მინდა უარვყო ჭორები და გითხრათ, რომ 3 თვეს არ გამოვტოვებ. თამაშს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ შევძლებ. მუხლის ქვედა მყესი მაქვს დაზიანებული და აღდგენით პროცესზე უნდა ვიმუშაო. ვეცდები, რაც შეიძლება მალე და კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდე. მადლობა მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა 31 წლის მცველმა.

შკრტელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.114914