რომის “ლაციო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. როგორც “კორიერე დელო სპორტი” იტყობინება, სტეფანო პიოლის ყველაზე მეტად დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამისათვის ლონდონის “ჩელსის” ფრანგი მცველი კურტ ზუმა ჰყავს შეგულებული.
ზუმას “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს იღებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა შეთავაზების გაკეთებას გეგმავს რომაული გუნდი.
გარდა ზუმასი, იტალიური გუნდის ინტერესთა სფეროში ჰამბურგელი იოჰან ჯურუ და “ლილის” მცველი მარკო ბასიც სახელდებიან.