ფეხბურთი

12:57 | 23.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ბართომეუ: "გვინდა "ბარსელონა" 2021 წელს სამაგალითო კლუბი იყოს"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ 2015 წელი შეაჯამა. ესპანელს შორეული მიზნები აქვს და განაცხადა, გვსურს 6 წლის შემდეგ კლუბი მსოფლიოში სამაგალითო იყოსო.

"ისტორიული და ექსტრაორდინალური წელიწადი გვქონდა. 5 ტიტული მოვიპოვეთ და ეს მხოლოდ დასასრული არაა. 2021 წელს გვინდა მსოფლიოს მასშტაბით "ბლაუგრანა" სამაგალითო კლუბი იყოს." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს marca.

2015 წელს ესპანურმა გრანდმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო თასი მოიგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063554