კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში თემურ ქეცბაიას აპოელი შინ 1:2 დამარცხდა ლარნაკას აეკ-თან და მესამე ადგილზე დარჩა. აპოელი მე-3 წუთზე დაწინაურდა, თუმცა მაინც წააგო. აეკ-ი 4 ქულით უსწრებს ქეცბაიას გუნდს, ხოლო მეორეადგილოსანი “ანორთოსისი” – ერთით, თუმცა “ანორთოსისს” ერთი მატჩი მარაგში აქვს.
ქეცბაიას აპოელი საშუალო და სუსტ გუნდებთან კარგად გამოიყურება, მაგრამ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ცუდი შედეგები აქვს.
“პაფოსი” სტუმრად 0:1 დამარცხდა “არისთან” და ბოლოდან მესამე ადგილზეა. “პაფოსის” სასტარტოში ხუთი ქართველი იყო: როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ და ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ელგუჯა გრიგალაშვილი პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, ხოლო ნიკა გელაშვილი 58-ეზე.
“ომონიამ” გასვლაზე “დოქსას” 1:0 სძლია და მეხუთეზეა. “ომონიაში” უჩა ლობჟანიძეს არ უთამაშია.