ფეხბურთი

11:27 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ გულშემატკივრები დატუქსა (+VIDEO)

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ "რაიოსთან" მოგებული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში გულშემატკივრები მკაცრად გააკრიტიკა.

როდესაც "რეალმა" მეორე გოლი გაუშვა და ანგარიში 1:2 გახდა, გულშემატკივრები გუნდს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ეს პორტუგალიელმა ვერ მოითმინა, მხარდამჭერებს თითი დაუქნია და ანიშნა, თქვენი საქციელი მომაბეზრებელიაო.

ამ ფაქტს მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" თავკაცი რაფაელ ბენიტესი გამოეხმაურა. ესპანელმა აღნიშნა, რომ ასეთი მომენტებში გუნდმა გულშემატკივრებს თამაშით უნდა დაუმტკიცოს, რომ ისინი ცდებიან.

მატჩი "რეალმა" 10:2 მოიგო, თავად რონალდუმ კი ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148908