მსოფლიო თასის მსვლელობისას კვირა ისე არ გავიდოდა, რომ მამუკა გორგოძე სხვადასხვა ვერსიით სიმბოლურ გუნდში არ შეეყვანათ. 2015 წელი მალე მიილევა და მსოფლიო თასის სიმბოლურ 15-ეულში მამუკა ამჯერად ბრიტანულმა Allsportsnews.co.uk დაასახელა.
“ნებისმიერი მორაგბე, რომელიც მსოფლიო თასზე ნაკრების ლიდერია გაჭრებში, ოფლოუდებში, ბოჭვებსა და ღლეტებში, ყურადღებას იმსახურებს. მამუკა გორგოძე ნამდვილად ასეთია“, - აღნიშნავს ავტორი შონ დონელი.
მან ასევე დასძინა: “31 წლის გორგოძემ ტონგასთან ისტორიულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი ლელო დაამიწა, “ოლ ბლექსთან” მატჩის შემდეგ კი, ის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
გორგოძე ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ექვს ერში მოხვედრის ერთ-ერთ კოზირად. ამასთან, წელს იგი “ტულონს” ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა თასის მოგებაში უნდა დაეხმაროს“.
წყარო >>>
http://www.allsportsnews.co.uk/news/rubgy/48044/world-team-of-the-year-2015