კალათბურთი

0:50 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

16 წლამდელები ბულგარეთში ითამაშებენ

ვაჟ კალათბურთელთა შორის 2016 წლის 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს, რომელიც 11-20 აგვისტოს ჩატარდება, ქალაქი სოფია(ბულგარეთი) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს, რომელსაც კოტე ტუღუში ხელმძღვანელობს, ასისტენტები კი გიორგი ნიკოლაძე და ბუბა ბერიშვილი იქნებიან. ნაკრების პარალელურად ტუღუში - ,,ქუთაისი 2010’’-ს, ბერიშვილი კი ,,მგზავრები არმიას’’ მთავარი მწვრთნელია. თავის მხრივ, ნიკოლაძე ,,აკადემიას’’ მთავარი მწვრთნელის გელა წულაძის ასისტენტად მუშაობს.

0.113649