კალათბურთი

20:42 | 22.12.2015 | ნანახია 768 - ჯერ

კრის პოლმა ტერი პორტერს გადაასწრო

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. პოლმა გამთამაშებელ ტერი პორტერს გადაასწრო, რომელიც 1985-2002 წლებში “პორტლენდის”, “მინესოტას”, “მაიამის” და “სან ანტონიოს” ღირსებას იცავდა.

კრისმა “ოკლაჰომასთან” (99:100) წაგებულ შეხვედრაში 10 პასი გააკეთა და კარიერაში სულ 7166 ზუსტი გადაცემა დაუგროვდა, ხოლო ტერი პორტერის ანგარიშზე 7160 პასია.

ნბა-ში ყველაზე მეტი 15 806 შედეგიანი გადაცემა ჯონ სტოკტონს აქვს გაკეთებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:34 | 23.12.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

15806 პასი როგორ გააკეთა ტიპმა?! ახლოსაც კი არ არის არავინ!

23:59 | 22.12.2015
federer (17) (15576)

საკმაოდ მაგარი შედეგი აქვს პოლს და ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და მინიმუმ სამეულში შევა შეიძლება მე-2 ადგილიც გაქაჩოს, სტოქტონის შედეგის გაუჯობესება წარმოუდგენელიაა
ისე გაახლოებით 5 თამაშში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდებაა

0.13196