ფეხბურთი

15:15 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტურბე პრემიერლიგაში გადაბარგდა

იტალიური “რომას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუან იტურბე კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “უოტფორდში” გააგრძელებს. 22 წლის არგენტინელი ნახევარმცველი უკვე ლონდონშია და კლუბთან სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტსაც გააფომებს. იტურბე “უოტფორდში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დარჩება, ხოლო ზაფხულში ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 22 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ხუან მანუელ იტურბე “რომაში” 2014 წლის ზაფხულში “ჰელას ვერონადან” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მასზე დიდი იმედიც მყარდებოდა, თუმცა სამხრეთამერიკელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მან სერია A-ში ჩატარებულ 39 თამაშში მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.

0.117525