ფეხბურთი

14:28 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილა” საფრანგეთისკენ იყურება

პრემიერლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერი “ასტონ ვილა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებს – იუწყება გამოცემა Goal.Com–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ბირმინგემულ კლუბს რამდენიმე სასურველი მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატიდან ჰყავს მონიშნული.

“ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი რემი გარდი “ბორდოს” ნახევარმცველით ვაჰბი ხაზრით, “მონაკოს” ჩამშლელით ჟერემი ტულალანითა და “მარსელის” მეკარით სტივ მანდანდათი ინტერესდება.

24 წლის ხაზრიმ მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრა ჩაატარა და 6-6 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მას “ბორდოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 5.25 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

ტულალანს “მონაკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 3.5 მილიონი ფუნტია. 32 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საფრანგეთის ნაკრების 30 წლის მეკარეს კი, “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მანდანდამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, ზაფხულში უფასოდ შეეძლება წასვლა და ამიტომაც, “მარსელი” შესაძლოა თავის კიპერს შეელიოს. მან მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა.

0.120436