ფეხბურთი

12:42 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” სერბი ტალანტი შეიძინა

ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” 19 წლის ნახევარმცველი მარკო გრუჯიჩი კარიერას ინგლისურ “ლივერპულში” გააგრძელებს. როგორც ბელგრადული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ზვეზდან ტერზიჩმა სერბეთის ტელევიზიასთან საუბარისას განაცხადა, ნიჭიერი ფეხბურთელი “წითლებთან” კონტრაქტს უახლოეს ხანებში გააფორმებს.

“გრუჯიჩი “ლივერპულთან” კონტრაქტს მომდევნო სამი დღის განმავლობაში გააფორმებს”, - ბრძანა ტერზიჩმა.

მარკო გრუჯიჩი “ლივერპულთან” 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ხოლო “ცრვენა ზვეზდა” ნახევარმცველის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, თუ გრუჯიჩს “ლივერპული” მომავალში გაასხვისებს, თანხის 10% სერბეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ერგება. უნდა აღინიშნოს, რომ კონტრაქტის თანახმად, სერბი მოთამაშე სეზონს “ცრვენა ზვეზდაში” დაასრულებს და “ენფილდ როუდზე” დამდეგ ზაფხულს გადაბარგდება.

გრუჯიჩი “ცრვენა ზვეზდას” სკოლის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 21 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.111765