ფეხბურთი

11:58 | 22.12.2015 | ნანახია 0 - ჯერ

დავით პეტრიაშვილი პატრულის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.
საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე უცხოურში. პეტრიაშვილი იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი.

www.interpressnews.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 08.12.2014
luka_ (206)

სასწაულია დანკანი

14:51 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

19:16 | 06.12.2014
geogoli (968)

უბერებელი, უდიადესი და უკეთილშობილესი. დანკანი ლეგენდაა, ის სტატისტიკაზე, ბეჭდებზე და ასაკზე მაღლა დგას. ის არც მეფეა და არც ჯადოქარი, გენერალ პოპოვიჩის ჯარისკაცია, ძალიან გამოცდილი და თავისი საქმის უბადლო ოსტატი. ტიმი ჩემთვის კალათბურთია.

14:51 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

18:26 | 06.12.2014
JUPITER (1548)

ჯეიმსი ბევრ ვერ აგდებს...

17:09 | 06.12.2014
shotai-olimpi (2773)

მგელია დანკანი, გალინარიზე მწყდება გული მაგრად ვბალეშიკობ და ტრამვის შემდეგ უჭირს ფორმაში შესვლა

14:52 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

15:44 | 06.12.2014
Dato Madrid (1088)

დანკანი უბერებელია,უპირობოდ დგას დიადი ლეგენდების გვერდით.აღმოსავლეთის მოულოდნელ ლიდერს მეფემ მიუთითა რეალურად ვინ ზევითაა და ვინ ქვევით,მიუხედავად იმისა რომ კონფერენციის ფინალში ჩიკაგო მგონია კლივლენდის მომავალი მეტოქე,მაინც მშვენიერი იყო სტარტზე კარგად მოთამაშე ტორონტოს საკუთარ კედლებში კავალერიის მიერ ძლევა.ასეა ეს.

14:52 | 12.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.058653
სარეკლამო ადგილი - 99
X x X