ფეხბურთი

11:24 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას მდევარმა სერია A-ში გატანაც დაიწყო...

გასულ უქმეებზე იტალიის სერია A -ში სადებიუტო გოლი “რომას” 18 წლის თავდასხმელმა სადიქ უმარმა გაიტანა. ნიგერიელი ფორვარდი “ჯენოასთან” მატჩში მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა და 7 წუთში შეხვედრას წერტილი დაუსვა. მატჩის შემდეგ იმედისმომცემმა შემტევმა კომენტარიც გააკეთა.

“რთულია გადმოვცე ის შეგრძნება, რაც გოლის გატანის შემდეგ დამეუფლა. ეს უძლიერესი ემოცია გახლდათ. თამაშში დელიკატურ მომენტში ჩავერთე და რუდი გარსიას ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადო”, - თქვა სადიქმა.

სადიქ უმარს იტალიის ელიტარულ ლიგაში წელს უკვე 3 თამაში დაუგროვდა. “ჯენოამდე” მან “ბოლონიასა” და “ატალანტას” წინააღმდეგ ითამაშა.

სხვთა შორის, აფრიკელი ფეხბურთელი “რომას” ახალგაზრდული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და პრიმავერას ჩემპიონატის C ჯგუფში აქამდე 8 გოლი აქვს გატანილი. ამავე გათამაშების საუკეთესო გოლეადორი კი მოგეხსენებათ “ემპოლის” ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურიაა 12 გოლით...

0.112546