ფეხბურთი

10:46 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰანოვერი” უმწვრთნელოდაა

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარი “ჰანოვერი” უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც კლუბის ოფციალური ვებგვერდი გვამცნობს, დაკავებული თანამდებობა მიხაელ ფრონტზეკს დაატოვებინეს. ამის მიზეზი კი სეზონის პირველ ნახევარში “ჰანოვერის” წარუმატებელი თამაშია. ამ გუნდს ბუნდესლიგის 17 ტურში მხოლოდ 14 ქულა აქვს და გასავარდნი, მე-17 ადგილი უკავია.

51 წლის მიხაელ ფრონზეკი “ჰანოვერს” სათავეში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის გერმანელ სპეციალისტს.

0.116062