ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი მაურო კამორანეზი არგენტინული “ტიგრეს” მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი “ტიგრეს” 18 თვის განმალობაში გაწვრთნის.
40 წლის კამორანეზიმ საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, მწვრთნელობა კი 2015 წელს დაიწყო. ახალ ამპლუაში მისი პირველი გუნდი მექსიკური “დეპორტივო ტეპიკი” გახლდათ.