ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მა ლიგა 1-ის პირველი წრის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ექვსი წევრი “პარი სენ-ჟერმენიდან” არიან წარდგენილნი, რომელმაც შაბათს გასვლაზე “კაენი” გაანადგურა (3:0).
მე-19 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: სტეფან რუფიე (“სენტ-ეტიენი”);
მცველები: სერჟ ორიე, ტიაგო სილვა (ორივე პსჟ), ჟერემი ბრეჩეტი (“აიაჩო”), ოლივერ ბოსკალი (“ნიცა”);
ნახევარმცველები: დავიდ დუკორტი, მოჰამედ ლარბი (ორივე “აიაჩო), მარკო ვერატი (პსჟ);
თავდამსხმელები: უსმანე დემბელე (“რენი”), ანხელ დი მარია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ორივე პსჟ)
მწვრთნელი: ლორან ბლანი (პსჟ)
მსაჯი: ტონი ჩაპრონი (“ნიცა” – “მონპელიე” 1:0)
საუკეთესო გუნდი: “აიაჩო”