საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე გუნდის მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სერბმა სპეციალისტმა ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, რაც იმის წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს ნაკრების დატოვებას აპირებს.
“ძვირფასო იგორ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც თქვენ პირადად ჩემთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და საქართველოსთვის გააკეთეთ. თქვენი შრომა ყოველთვის დაფასებული იქნება ქართული კალათბურთის და სპორტის ისტორიაში! თქვენ დიდი მწვრთნელი და რაც ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, დიდებული პიროვნება ბრძანდებით, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანი, ვისაც კი შეხვედრივარ! წარმატებებს გისურვებთ!”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სანიკიძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.