კალათბურთი

22:48 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევანში ბულგარეთთან და მე-3 ადგილი რუმინეთის ტურნირზე

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ღირსეული რევანში აუღო ბულგარელებს, რომლებთანაც ტურნირის პირველი მატჩი 63:67 დათმო.

საქართველოს ნაკრებისთვის ბულგარეთთან 19 დეკემბერს ჩატარებული მატჩი პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო, რომელიც ბოლო წუთებზე – 4 ქულით დათმო.

მომდევნო შეხვედრა ტუღუშის გუნდს ბულგარელებთან დღეს მოუხდა და ქართველებმა მეტოქეს 78:69 სძლიეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგო, მეორეში კი 21:10 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა – 46:27.

მეორე ტაიმში ბულგარელებმა ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, თუმცა წარმატების იმედი ქართველების გამართულმა თამაშმა გადაუწურა.

ჩვენს ნაკრებს ოთარ პერტაია წინამძღოლობდა, რომელმაც საბოლოოდ თავი 31 ქულას მოუყარა. მასთან ერთად ქართველების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ირაკლი სულხანიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა.

ბულგარელებს ვერ უშველა ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, ტანმაღალმა ცვეტომირ ჩერნოკოჟევმა, რომლის მონაგარიც 22 ქულა და 15 მოხსნა იყო.

საქართველოს ნაკრებმა უნგრული ტურნირი 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და თბილისში 22 დეკემბერს დაბრუნდება.

საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. მე-3 ადგილისთვის მატჩი

საქართველო 78:69 ბულგარეთი (25:17, 21:10, 13:23, 19:19)

www.gbf.ge

0.122379