ფეხბურთი

18:27 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი “დუისბურგს” დაშორდა

ლაშა დვალმა გერმანიის მეორებუნდესლიგელ “დუისბურგთან” კონტრაქტი გაწყვიტა. მას სეზონის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება.

20 წლის მცველს “დუისბურგში” სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, არადა, მანამდე თურქული “ქასიმფაშას” ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა მატჩები: დებიუტი გერმანიასთან ჰქონდა.

“ლაშა მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, რომ შესაძლებლობა მიგვეცა სახლში დაბრუნებულიყო” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ივო გრლიჩმა.

სად გააგრძელებს კარიერას დვალი, ჯერ უცნობია. “დუისბურგში” ერთი ქართველი დარჩა: გიორგი ჭანტურია.

თეგებილაშა დვალი
0.117402