ფეხბურთი

18:10 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკესი სახლში დაბრუნდა

მექსიკის ნაკრებისა და “ჰელას ვერონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ მარკესი სამშოლოში დაბრუნდა დ მშობლიურ “ატლასში” ჩაირიცხა. ამის შესახებ მექსიკური გუნდის ვებგვერდი იუწყება.

“საფეხბურთო კლუბმა “ატლასმა” შეთანხმებას მიაღწია რაფაელ მარკესთან, რომელიც კლუბში მეორედ დაბრუნდა და 2016 წლის კლაუსურას ჩემპიონატში “ატლასში” ითამაშებს”, - წერს ამ გუნდის ვებგვერდი.

რაფა მარკესი “ვერონაში” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და იტალიურ გუნდში 39 მატჩის გამართვა მოასწრო. აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა მცველმა ფეხბურთის თამაში სწორედ “ატლასის” შემადგენლობაში დაიწყო.

0.151082