ფეხბურთი

15:29 | 21.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ საჩვენებელი მატჩი ჩაატარა

20 დეკემბერს, ამერის სტადიონზე, გაიმართა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული სამოყვარულო მატჩი დიდ ფეხბურთში, რომელიც წარმოადგენდა პირველ ოფიციალურ სამოყვარულო მატჩს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი "იანუსი" და იძულებით გადაადგილებულ პირთა გუნდი "სოხუმის ცხუმი".

მატჩში, ასევე მონაწილეობა მიიღეს ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ "თბილისის" მოთამაშეებმა, და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ანა ზაქაიძემ და ნათია სხირტლაძემ.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გუნდის გამარჯვებით 5:4 დამთავრდა.

მატჩს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა სტუმრები და გულშემატკივრები.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:18 | 09.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეჩვენება თუ ლუქსემბურგსაც აქვს გასვლის შანსი, მოკლეთ ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა

03:29 | 09.09.2023
alfadhirhaiti (7530)

სლოვაკეთი მაგარი ჩახრამულია, მაგრამ ისეთ ჯგუფში ჩასვეს, რო შეიძლება უნებლიედ გავიდნენ მეორე ადგილზე.

02:27 | 09.09.2023
Z.LO (802)

საინტერესო ცხრილია

0.086698