კალათბურთი

14:04 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილმა მოგებულ მატჩში 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის ”ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩები ჩაატარა და მართალია, თითო მოგება-წაგება მიითვალა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ტოჩიგელებმა “ჩიბა ჯეტსს” პირველი მატჩში 80:63 სძლიეს, მეორეში კი 81:83 დამარცხდნენ. მოგებულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 8 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

ცქიტიშვილმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, სათადარიგოთა სკამზე კი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა. წაგებულ თამაშში ნიკოლოზი მოედანზე არ გამოჩენილა.

“ტოჩიგი ბრექსს” 17 მოგება და 3 მარცხი აქვს და პირველ ადგილზეა, შემდეგი შეხვედრა კი 23 დეკემბერს, ისევე “ჩიბა ჯეტსთან” ელის, ოღონდ, სტუმრად.

0.112548