რაგბი

12:41 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტულონს” ქართველებმა მოაგებინეს
ჟვანიას ზღაპრული ლელო და კოლელიშვილის სინბინი

ევროპის ჩემპიონთა თასის მე-4 ტური განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. მართალია ვიდეო-რეფიმ მამუკა გორგოძეს ლელო გაუუქმა, მაგრამ “ტულონმა” გამარჯვებას მაინც ქართველთა გარჯის წყალობით მიაღწია, ხოლო ზურაბ ჟვანიამ იტალიელებს ულამაზესი ლელო გაუტანა.

შეგეხსენებთ, რომ მეოთხედფინალში ხუთი ჯგუფის გამარჯვებული და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის და გადადებული თამაშების გათვალისწინებით, ქართველი ლეგიონერების გუნდების უმეტესობას, პლეი ოფში თამაშის კარგი შანსი აქვს.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგული აქვს, ვასილ კაკოვინის “ტულუზია”, რომელმაც მე-4 ტურში ირლანდიურ “ოლსტერს” ქართველი ბურჯის გარეშე უმასპინძლა, 23:25 დამარცხდა და პირველ ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილზეა. ტულუზელებს გადადებული თამაში არა აქვთ და დარჩენილ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმიც რომ აიღონ, პირველ ადგილზე მაინც ვერ გავლენ და საუკეთესო მეორეადგილოსნობაც გაუჭირდებათ. ფრანგებმა სტუმრებს 75-ე წუთზე გაშვებულ ლელო-გარდასახვაზე იგივეთი 79-ე წუთზე უპასუხეს და ჩამორჩენა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ამით მხოლოდ პრემიალური ქულა მიიღეს.

მეორე ჯგუფში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ერთი კვირის წინ ინგლისში განცდილი მარცხისთვის, “ექსეტერთან” ღირსეული რევანში აიღო. ფრანგებს 16 768 მაყურებლის გასახარად, გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებიათ და მეტოქეს 62 წუთში 5 ლელო გაუტანეს, რის შემდეგაც 42:3 დაწინაურდნენ, სულ ბოლოს კი, 2-კაცნაკლულებმა საპასუხო ლელო მიიღეს, მაგრამ ამით არაფერი დაუკარგავთ. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ხოლო კოლელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად 70 წუთი ითამაშა.

ვიტო აქტიური იყო, განსაკუთრებით მოლებსა და რაქებში და სწორედ მოლში მოპოვებულ უპირატესობას ფრანგთა 3 ლელო მოყვა. ქართველმა მესამეხაზელმა ჯამში 6-ჯერ შეუტია და 14 მეტრი მოიგო, შეასრულა 10 ბოჭვა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა, 70-ე წუთზე კი, დერეფანში თამაშისას დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა.

მესამე ჯგუფს დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი” ლიდერობს, რომელიც ინგლისში “ნორთჰემპტონს” ეწვია და დაუმარცხებელი სვლა გააგრძელა. პარიზელთა ახალზელანდიელმა მგეზავნა დენ კარტერმა 3 ჯარიმა გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა ასევე 3 დარტყმით უპასუხეს. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

ულელოოდ დასრულდა ჯგუფის მეორე მატჩშიც, რომელშიც შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსმა”უელსში “სკარლეტსი” 9:6 დაამარცხა. ქართველი კვაჭი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. გლაზგოელები 3 ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე 2 თავად გაუშვეს, მაგრამ გამარჯვება შეინარჩუნეს და 9 იანვარს პარიზში “რასინგთან” გადადებულ თამაშს გამართავენ.

მეოთხე ჯგუფი ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ” იტალიური “ბენეტონი” მეორე მატჩშიც პრემიალური ქულით დაამარცხა, ამჯერად 40:14. ჟვანია განაცხადში იყო, შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და დასკვნითი 40 წუთი ითამაშა. 61-ე წუთზე, მან ლელოდან დაახლოებით 35 მეტრში უხერხულად, ტრიალში მიიღო ბურთი, თავად შეუტია, 22-ის ხაზთან ერთი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა, მერე მეორესაც დაუსხლტა და მართალია წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ლელოში მაინც შესრილდა. 40 წუთში მან ჯამში 3-ჯერ შეუტია და 55 მეტრი გაიარა, მბოჭავი 4-ჯერ გააბითურა, 2-ჯერ ხაზი სუფთად გაჭრა, 1 გადაცემა გააკეთა და ერთხელაც ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში მან 2 ბოჭვა შეასრულა. პარიზელებმა 10 ათასამდე მაყურებელი 6 ლელოთი გაახარეს.

მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ირლანდიური “ლენსტერი” სტუმრადაც დაამარცხა და გადადებული თამაშის მოგების შემთხვევაში, ლიდერს მიუახლოვდება. ამ თამაშს ტურში ყველაზე მეტი, 45 ათასი მაყურებელი დაესწრო და მასპინძლებმა ტაიმი 16:5 მოიგეს. საწყის 40 წუთში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 7 წუთი შეცვლაზე ითამაშა მიქაუტაძემ. ის სრულფასოვან შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა, 46-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ჩილაჩავა, ხოლო გორგოძემ მოედანზე დასკვნითი 14 წუთი გაატარა. ქართველთა გამოჩენამ ფრანგებს დიდი ძალა შემატა, ჩილაჩავამ შერკინებებში თავის მეტოქეს მაგრად აჯობა და “ლენსტერი” 57-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. 64-ე წუთზე ტულონელებმა მეტოქეს მოლში სძლიეს, რა თქმა უნდა მასში ჩილაჩავა და მიქაუტაძეც იყვნენ ჩართული და ფრანგები 17:16 დაწინაურდნენ, ხოლო 73-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანეს. მატჩის მიწურულს გორგოძემ რაქში აიტაცა ბურთი, ჩვეულ სტილში შეუტია და ლელომდე დარჩენილი მეტრების დაფარვაში მიქუტაძე დაეხმარა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერია, რომელმაც დააფიქსირა, რომ რაქში ბურთის აღების პირველი მცდელობისას, ის ვიღაცის ფეხს გამოედო, დავარდა და პრემიალური ლელოც ამის გამო გაუქმდა.

პირად სტატისტიკებს თუ გადავხედავთ, ჩილაჩავამ 3-ჯერ შეუტია, ერთხელ მბოჭავს დაუსხლტა და ჯამში 6 მეტრი გაიატა. ბურთით 2-ჯერ შეუტია მიქაუტაძემ და ჯამში 1 მეტრი გაიარა, 3 ბოჭვა შეასრულა და 4 დერეფანი მოიგო. გორგოძემ ერთი შეტევით 10 მეტრი გაიარა, ერთხელ თერნოვერი გაახერხა და 2 ბოჭვა შეასრულა. სამივე ქართველმა ერთად, ჯამში უდიდესი შავი სამუშაო გაწია და გუნდს ის ძალა შემატა, რამაც “ტულონი” გამარჯვებამდე მიიყვანა.

2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი. IV ტური

I ჯგუფი

სარასენსი (ინგლისი) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 55:13

ტულუზი (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია) 23:25

1.

სარასენსი (ინგლისი)

4

4

0

0

159:39

19

2.

ოლსტერი (ირლანდია)

3

2

0

1

72:50

9

3.

ტულუზი (საფრანგეთი)

4

1

0

3

54:113

5

4.

ოიონაქსი (საფრანგეთი)

3

0

0

3

41:124

1

10 იანვარი (გადადებული)

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია)

მომდევნო ტური. 15-17 იანვარი

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ტულუზი (საფრანგეთი); სარასენსი (ინგლისი) - ოლსტერი (ირლანდია)

II ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი) 33:27

კლერმონი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 42:10

Fორმ

1.

ოსპრეიზი (უელსი)

4

2

0

2

100:96

12

2.

კლერმონი (საფრანგეთი)

3

2

0

1

90:70

10

3.

ექსეტერი (ინგლისი)

4

2

0

2

88:100

10

4.

ბორდო (საფრანგეთი)

3

1

0

2

68:80

6

8 იანვარი (გადადებული)

ბორდო (საფრანგეთი) - კლერმონი (საფრანგეთი)

მომდევნო ტური. 15-17 იანვარი

ბორდო (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი); ოსპრეიზი (უელსი) - კლერმონი (საფრანგეთი)

III ჯგუფი

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - რასინგი 92 (საფრანგეთი) 9:9

სკარლეტსი (უელსი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 6:9

1.

რასინგი 92 (საფრანგეთი)

3

2

1

0

71:24

12

2.

ნორთჰემპტონი (ინგლისი)

4

2

1

1

53:68

10

3.

გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)

3

2

0

1

67:38

9

4.

სკარლეტსი (უელსი)

4

0

0

4

35:96

2

9 იანვარი (გადადებული)

რასინგი 92 (საფრანგეთი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია)

მომდევნო ტური. 15-17 იანვარი

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია); რასინგი 92 (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი)

IV ჯგუფი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 40:14

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - მანსტერი (ირლანდია) 17:6

1.

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი)

4

4

0

0

117:48

18

2.

სტად ფრანსე (საფრანგეთი)

3

2

0

1

110:64

10

3.

მანსტერი (ირლანდია)

3

1

0

2

57:55

5

4.

ბენეტონი (იტალია)

4

0

0

4

41:158

0

9 იანვარი (გადადებული)

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია)

მომდევნო ტური. 15-17 იანვარი

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია); მანსტერი (ირლანდია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი)

V ჯგუფი

ბათი (ინგლისი) - უოსპსი (ინგლისი) 10:36

ლენსტერი (ირლანდია) - ტულონი (საფრანგეთი) 16:20

1.

უოსპსი (ინგლისი)

4

3

0

1

124:47

14

2.

ტულონი (საფრანგეთი)

3

2

0

1

50:57

8

3.

ბათი (ინგლისი)

3

2

0

1

54:75

8

4.

ლენსტერი (ირლანდია)

4

0

0

4

47:96

2

10 იანვარი (გადადებული)

ტულონი (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი)

მომდევნო ტური. 15-17 იანვარი

ლენსტერი (ირლანდია) - ბათი (ინგლისი); ტულონი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი)

0.129732