ფეხბურთი

12:19 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელანო ინდოეთის სუპერლიგის ფინალიდან ციხეში მოხვდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ინდოეთის ციხეში მოხვდა.

goal.com-ის ინფორმაციით, 34 წლის ბრაზილიელი, რომელიც ამჟამად “ჩენაინში” თამაშობს, “გოასთან” მოგებული (3:2) ინდოეთის სუპერლიგის ფინალური მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის მონაწილე გახდა.

ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის ერთ ერთი მფლობელის ცემისთვის დააკავეს. საბოლოოდ, ელანო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ინდოელმა სამართალდამცავებმა კი შემთხვევით ისარგებლეს და ფეხბურთელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

თეგებიელანო
0.111467